გიორგი ონიანის საქმე

უდუმაშვილი: საქართველო რჩება პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რევანშიზმის ასპარეზად

გოგა ონიანი ქართული ოცნების მორიგი პოლიტპატიმარია! საქართველო კვლავ რჩება პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რევანშიზმის ასპარეზად და ამასობაში ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, უკან მიდის ეკონომიკა, ხალხი ღარიბდება.
ერთად უნდა დავამთავროთ "ქართული ოცნება" და მასთან ერთად პოლიტიკური შურისძიება და ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაში შუღლის გაღვივების პოლიტიკა! ბრძოლა გამარჯვებამდე!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობი ყოფილი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გიორგი ონიანის სასამართლო დარბაზში დაკავების ფაქტს ეხმაურება

კომენტარები