ნიკა მელია

მელია: ონიანმა რომ ციხიდან წერილი გამოაგზავნოს და დაგმოს ენმ, გაათავისუფლებენ

მეც არ მესიამოვნებდა მათ [ევროპული საქართველოს წევრების]ადგილზე, მე ფაქტი აღვწერე. ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხე არის ძლიერი ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ გვინახავს როგორ შეუძენია ინდულგენცია სხვადასხვა პოლიტიკოსს სხვადასხვა ადამიანს, როცა პოზიცია შეუცვლიათ. მაგალითად გოგა ონიანმა, რისი თეორიული შანსიც არ არსებობს, წერილი რომ გამოაგზავნოს ციხიდან და თქვას რომ ენმ-ის რიგებს ტოვებს, გამლანძღოს მე, ზაზა თიკა, დაგმოს ყველა ლიდერი სააკაშვილით დაწყებული დამთავრებული უბნის კოორდინატორით, ვინც ენმ-შია, პირობას გაძლევთ თვენახევარში ეს ადამიანი იქნება გარეთ. რატომ თვლის ბიძინა ივანიშვილი ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას კომფორტულ ოპოზიციურ პარტიად ეს ბიძინა ივანიშვილმა უნდა იკითხოს და იმ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ. ეს არის ფაქტი და მე ამის მჯერა. მეც , ხვალ პოზიცია რომ შევიცვალო და ზაზა ბიბილაშვილი გავაკრიტიკო და ენმ დავგმო თქვენ გგონიათ ჩემი სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე დღეში არ შეწყდება?!  რატომ ხედავს ივანიშვილი საფრთხეს ენმ-ში და რატომ არ ხედავს სხვა ოპოზიციურ პარტიებში, ეს ბატონ ივანიშვილს უნდა ვკითხოთ და იმ რამდენიმე პოლიტიკოსს, თუმცა ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავი ორის ეთერში გადაცემაში "არჩევანი"

კომენტარები