ეროვნული გამოცდები

NAEC: გამოცდაზე საკუთარი კალმით წერა შეეძლებათ, თუმცა სკანერმა შეიძლება ვერ წაიკითხოს

ვიფიქრე, რომ შეიძლება შევთავაზოთ აბიტურიენტებს, აპლიკანტებს, თუ ზუსტ მონაცემებს მივცემთ და ვეტყვით, რომ აუცილებლად ტუშიანი უნდა იყოს კალამი და არა ბურთულიანი, მოიტანონ, თუ აქვთ ამის სურვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავახვედრებთ. მეორე მხრივ მაინც ვშიშობ, როცა ასეთი რაოდენობის ნაშრომებზეა საუბარი და სკანირება ხდება ყველა ნაშრომის, შესაძლებელია უბრალოდ ვერ წაიკითხოს ნაშრომი სკანერმა და პრობლემა შეექმნება აპლიკანტს. მას თუ შეექმნება პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემაა პირველ რიგში. შეუძლებელია რამე შევცვალოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. როდესაც ასეთი მოცულობის შესყიდვა გვინდა, ბუნებრივია, ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ და ტენდერში დაბალი ფასი იმარჯვებს. 90-თეთრიან კალმებს ვყიდულობთ, არ გვაქვს შეაძლებლობა უფრო ხარისხიანი კალამი ვიყიდოთ რა თქმა უნდა, 12 000-ში და 15 000-ში აღმოჩნდება გარკვეული რაოდენობა კალმებისა, რომელიც არ მუშაობს. რეზერვი გვაქვს ყველა საგამოცდო ცენტრში, ყველა აპლიკანტს რომ დასჭირდეს კალმის გამოცვლა, შეგვიძლია ყველას გამოვუცვალოთ.

იტერპრესნიუსის ინფორმაციით ამბობს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი.

კომენტარები