საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქი: ილია ჭავჭავაძე არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა

წმიდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია.

თვითონ სახელი "ელია" მოიცავს ღვთის სახელს ორგზის - "ელ" - ღმერთი და "იახვე" - უფალი, ე.ი. ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი.

ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა.

მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, ისინი მას არ მოკლავდნენ.

დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები