ნარკოპოლიტიკა

ისკო დასენი: თუ დეკრიმინალიზაცია მოხდა, აქ მართლა ჩამოვლენ ნარკომანი ტურისტები

მინდა, ისიც გაითვალისწინოთ, აქ თუ მართლა მოხდა დეკრიმინალიზაცია, აქ მართლა მოვლენ ნარკომანი ტურისტები. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რას შეძლება დაემსგავსოს თბილისი. ეს არის საფრთხე და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ... მაგალითად, ჰოლანდიელები ძალიან უკმაყოფილოები არიან იმით, რომ მათ ქვეყანაში მოხდა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია. ამბობენ - უბრალოდ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, თორემ ნეტავი ეს ასე არ ყოფილიყოო, აი, ზუსტად ასეთი მონაცემებია.

ქართული ოცნების დეპუტატი ისკო დასენი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები