ჯანსუღ ჩარკვიანი

ილია II: ჯანსუღ ჩარკვიანი, როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული სულის სადარაჯოზე

დიდია ჩვენი გულისტკივილი ბატონი ჯანსუღის გარდაცვალების გამო. იგი, როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული სიტყვისა და ქართული სულის სადარაჯოზე.

მართალია, მან რთული და მრავალფეროვანი გზა განვლო, რაც ქვეყნის ცხოვრების წესმაც განაპირობა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უფლის წინაშე წარსდგა, როგორც მონანული შვილი და დიდი პოეტი.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ სწორედ იგი არის დასაწყისი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

კომენტარები