საქართველო-გერმანია

პრემიერი: ძალიან მიკვირს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში

ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ გერმანია-საქართველოს წელს, ასევე, მომავალ წელს გვაქვს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 100 წლის წინ გერმანიის როლი ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებში. გერმანელი ხალხისადმი საქართველო, რა თქმა უნდა, გამოხატავს მადლიერებას 2018 წლის 26 მაისს. მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იმიტომ, რომ ისტორია არის ისტორია. 

საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნაზე.

კომენტარები