თბილისის მერია

პრემიერი: ნარმანია ოპოზიციური წნეხის ქვეშ მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებდა

ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ [დავით ნარმანია] ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს. დღეს მან წარმოადგინა ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია, თუ რა გაკეთდა ჩვენს დედაქალაქში და ნამდვილად ბევრი აქვს მას საამაყო. ეს არის უამრავი პროექტი, რამდენიმეს ვიტყვი, “ახალი ტფილისის” პროექტი, ეს არის სრულიად ახალი აშენებული გზები, დახურული ბაღების ნაცვლად გაიხსნა ახალი ბაღები, კომფორტული ტრანსპორტი და ა.შ. მე მინდა, მადლობა გადავუხადო დავით ნარმანიას და ვუსურვო მომავალ საქმიანობაში ბევრი წარმატება. ველოდებით ყველა, რომ კახა კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში გაწეული საქმიანობა შეაფასა და მას მადლობა გადაუხადა.

კომენტარები