სამთავრობო ცვლილებები

კახიძე საკადრო ცვლილებებზე: თუ აისახება ბიუჯეტზე, ეს იქნება სწორი ნაბიჯი

ჩვენ გვაქვს ინფლაციის მაჩვენებელი ისეთი, რომ ძვირდება ცხოვრება და ადამიანების მდგომარეობა არ უმჯობესდება. ამ ფონზე, ერთადერთი სწორი გზაა 1. გადასახადების შემცირება. 2. მთავრობის ზომის შემცირება და ბიუროკრატიული დანახარჯების შემცირება.

ამიტომ, ამ გადაადგილებას თუ მოჰყვება ბიუჯეტზე ასახული შემცირება ბიუროკრატიული დანახარჯების, ამ შემთხვევაში, ეს იქნება უდავოდ სწორი ნაბიჯი.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე მთავრობაში დაგეგმილ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე.

კომენტარები