სამთავრობო ცვლილებები

დავითაშვილი: მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მართვა გარემოს დაცვის კონტექსტში

გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გაერთიანება ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარებაა. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა წარმატებით მუშაობს. ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვნად აისახება სოფლის მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვის კონტექსტში მოხდეს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სატყეო მენეჯმენტისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა. პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობასთან ერთად ხდება ტყის რესურსების დაცვა, ტყის მენეჯმენტი, რადგან აქ ერთიან ფიტოსანიტარულ მიდგომებზეა საუბარი, ასევე საჭიროა ერთიანი პოლიტიკა ცხოველთა დაცვის
კუთხითაც.

სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შესახებ.

კომენტარები