გურამ კაშია

კაშია: სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება, მისთვის გამოვცხადდები ნაკრებში

მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს. დიდი მადლობა, ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს. მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში. შევხვდებით 2018-ში.

წერს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია Facebook-ში. საქართველოს ნაკრებმა 10 და 13 ნოემბერს გურამ კაშიას მონაწილეობით ორი მატჩი გამართა. აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბრის თამაშზე, ქუთაისში, "ქართული მარშის" წევრები "ტორპედოს" სტადიონზე შეიჭრნენ და LGBT დროშა დაწვეს. ისინი ჰერაკლესის წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT სამკლაურით თამაშის გამო, გურამ კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას მოითხოვენ.

კომენტარები