ქართული მარში

ბრეგაძე: ეს ხალხი არ იმსახურებს ქართულ მარშს, თუ ასე უნდათ, ქართული მარში დაიშლება

დავიღალე ამდენი შანტაჟისგან და ამდენი უმადურობისგან... ვიცი, ჩემს თანამებრძოლებს ეს ვიდეოები, ყველაფერი დაუმონტაჟეს, ეს ყველაფერი კეთდება სპეციალურად შურისძიების მიზნით, რადგან ეს ადამიანები საქართველოსთვის იბრძვიან და ქართველი ერისთვის იბრძვიან. აქედან გამომდინარე, მე მომდის ასეთი აზრი, რომ ზოგადად, ეს ხალხი არ იმსახურებს "ქართულ მარშს" და თუ ასე უნდათ, "ქართული მარში" დაიშლება! შემდეგ, თუ უნდათ, ლგბტ დროშა დაურჭვიათ მთავრობის სასახლის თავზე, თუ უნდათ, ის დროშა თითოეულ სახლზე გამოუკიდიათ და რაც უნდათ, ის უქნიათ.

ქართული მარშის ლიდერი, მოძრაობა ეროვნულების დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძე, ალიასთან საუბარში, რესტორანში გადაღებული ვიდეოს შესახებ, სადაც გია კორკოტაშვილი ქუთაისს აგინებს.

კომენტარები