ლარის გაუფასურება

ქანთარია: ლარი ვიცით, რომ მცურავია, მაგრამ ახლა თავქუდმოგლეჯილი გარბის

ლარი ვიცით, რომ მცურავია,ხან აქეთ გაცურავს, ხან იქით, მაგრამ ახლა თავქუდმოგლეჯილად გარბის და ეს სახეზეა. ამბობდნენ, რომ ეს არ არის ეროვნული ბანკის საქმე და დღეს კარგია, რომ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა. აქ იბადება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული წუხილი ყველა ჩვენთაგანის მხრიდან და ჩვენ გვჭირდება განმარტებები.

ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ლარის გაუფასურებაზე ისაუბრა.

კომენტარები