საპატრიარქო

მიტროპოლიტი სერგი: ხანდახან არის საშუალება, რომ ხატებით ვუფრენთ

ხანდახან არის საშუალება, რომ ხატებით ვუფრენთ. ხშირად არა, იშვიათად. მამაომ უბრალოდ კანფეტები გადმოუყარა. მაღლიდან გადმოუყრიან ხოლმე

მიტროპოლიტმა სერგი ჩეკურიშვილმა ეს კომენტარი ნეტგაზეთთან გააკეთა. სასულიერო პირებმა სკოლები დალოცეს და ვერტმფრენიდან კანფეტები გადმოყარეს. კახეთში, სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენიდან მოსწავლეების კურთხევის გამო, სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანს უფლებამოსილება შეუწყდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

კომენტარები