საზოგადოებრივი მაუწყებელი

ქანთარია: საზმაუმ სერიალები უნდა გააკეთოს ისე, როგორც BBC და რუსული არხი აკეთებს

ჩვენი მოთხოვნა არ უნდა იყოს, რომ შენ უნდა აჯობო სკანდალურ რომელიმე არხს. ამ თვალსაზრისით მის ხარისხს და მხატვრულობას და მნიშვნელობას უნდა მივაქციოთ ყურადღება. სერიალების თვალსაზრისით, ჩვენ არ უნდა შევუკვეთოთ მას მოგვაწოდე ის სერიალი, რომელიც იქნება სიდედრი და მისი სამეზობლო, ან დაქალი და რაღაცა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ფართო საზოგადოებაში დიდი ინტერესი.

პირიქით, თუ ისინი სერიალებს გააკეთებენ, უნდა იყოს ჩვენს კლასიკაზე, ჩვენს ლიტერატურაზე. რასაც აკეთებს BBC, მთელი შექსპირის ქრონიკები ფაქტიურად მოაქცია და ძალიან საინტერესო, რასაც აკეთებს რუსული არხი, როდესაც ის იღებს დოსტოევსკის, ტოლსტოის და საკმაოდ კარგად. ნუ შეგვეშინდება ამის თქმა, რუსული არხი და რაღაც...

საკმაოდ კარგად და ნიჭიერად იღებენ ისინი ამ სერიალებს და ასევე დოკუმენტურ ფილმებსაც, რომლებიც მათ ისტორიას ასახავს და ის ფაქტიურად მარცვალს აგდებს თავის ერში იმისას, რაც უნდათ ამ შემთხვევაში - მთავრი არის, რა თქმა უნდა მათი, რომ ის იყო იმპერია, რომ პური შეიძლება არ გამოაცხონ, მაგრამ ტანკი უნდა გააკეთონ. ეს არის მათი იდეა, ისინი ამას ძალიან მხატვრულად და ნიჭიერად აკეთებენ.

ჩვენ ეს გვჭირდება და ეს არ არის ამ ტელევიზიაში. ამას სჭირდება როგორც გვეუბნებიან სწორედ თანხები.

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ნუკრი ქანთარია მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში განხილვისას.

კომენტარები