საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე: შოთა შალელაშვილის განცხადება თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია

ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია. თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ: მისი უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების დეპუტატის შოთა შალელაშვილის განცხადებაზე. ცნობისთვის, შალელაშვილმის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ომბუდსმენის შესახებ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.

კომენტარები