საქართველოს სახალხო დამცველი

კობახიძე: წულუკიანს აქვს მორალური უფლება, რომ ომბუდსმენის საქმიანობა შეაფასოს

თეა წულუკიანს აქვს იმის მორალური უფლება, რომ შეაფასოს სახალხო დამცველის საქმიანობა. მე მოვუსმინე მისი შეფასება. ის საუბრობდა იმაზე, რომ სახალხო დამცველი არის ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი ჩვენი ისტორიის მანძილზე. ეს არის მისი შეფასება და ამის მორალური უფლება და ზოგადად უფლება იუსტიციის მინისტრს, რა თქმა უნდა, აქვს. 

რაც შეეხება [შოთა შალელაშვილის] საპასუხო განცხადებას, მე ვფიქრობ, ეს განცხადება არ იყო კორექტული. როცა საუბარია გუნდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაზე, მე ვფიქრობ, ეს აზრთა სხვადასხვაობა ჯერ გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს, და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს გარე განცხადებები.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, უჩა ნანუაშვილი ყველაზე უსამართლო ომბუდსმენია. კობახიძემ ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატის შოთა შალელაშვილის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც თქვა, რომ წულუკიანი უპასუხისმგებლოდ მოიქცა.

კომენტარები