მშენებლობები თბილისში

კალაძე: რაც აშენდა, ვერაფერს ვუზამთ, მომავალში მშენებლობები განსხვავებული იქნება

მთლიანობაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტუაცია ძალიან მძიმეა. მეც და ბევრ მოქალაქესაც არ მოგვწონს ის შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც აშენებულია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივიდეთ, დავანგრიოთ და ხალხი გარეთ გამოვიყვანოთ?! ეს არის კერძო საკუთრება. სამწუხაროდ, რაც აშენდა და გაკეთდა, იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მომავალში მშენებლობები და ნებართვების გაცემა რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით.

თბილისის მერი კახა კალაძე ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები