მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: არ მსურს, საქართველოში ჩასვლით პუტინს საჩუქარი გავუკეთო

არ მეშინია საქართველოში წასვლის. მაგრამ არ მსურს პუტინს საჩუქარი გავუკეთო. თუ საქართველოში გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან მალე თავისუფალი ვიქნები და უფრო მეტიც, პოროშენკო ამას ინანებს. ეს კარგად მოეხსენება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ხელისუფლებას. საქართველოს მთავრობა ძლიერი რომ ყოფილიყო და შეძლებოდა ჩემი ციხეში გამომწყვდევა, ამას უკვე იზამდნენ. მე საქართველოში მოსახლეობის, სამართალდამცველების და არმიის უმრავლესობა ჩემს გუნდს უჭერს მხარს. ვერანაირი ოლიგარქი მე იქ ციხეში ვერ გამომამწყვდევს. ეს არის მათი მთავარი დილემა.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ინტერპრესნიუსის ცნობით. 

კომენტარები