პავავა: კარგია, რომ კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტყია მოაცილეს სამინისტროს

კარგი რამეც მოხდა, კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტყია მოაცილეს განათლების სამინისტროს და სტატუსშეჩერებული სტუდენტი, რომელიც იყო განათლების მინისტრი, არ დაინიშნა რომელიმე ქვეყანაში ელჩად. გადავრჩით, ეს უფრო დიდი სირცხვილი იქნებოდა. ამ ორ კარგ ამბავს ვულოცავ ჩვენს ტელემაყურებელს. 

ასე თსუ-ს ყოფილმა რექტორმა, ლადო პაპავამ განათლების მინისტრის პოსტიდან ალექსანდრე ჯეჯელავას გათავისუფლება შეაფასა. მან მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა. 

კომენტარები