აგარარული უნივერსიტეტი

მარგველაშვილი აგრარულზე: თუ არის დარღვევა, უმნიშვნელოა ვისი მფარველობის ქვეშ ხარ

გარდაცვლილია ბატონი კახა და კონკრეტულად პიროვნებას არ გავარჩევ, უნივერსიტეტზე ვისაუბრებ. იყო დარღვევა, რომელიც ძირითადში მდგომარეობდა სტუდენტებთან დადებული კონტრაქტის სამართლებლივად გაუმართაობაში. აქ იყო საუბარი რაზე, რომ სტუნდეტი ხდებოდა ვალდებული ფინანსურ თემაზე, ძირითადი თემა ეს იყო. ბუნებრივია მაშინ სისუსტე, პიარული სისუსტე კიდევ უფრო მეტად გვქონდა. ძალიან კარგად აიწია მაშინ ეს თემა ჩემს წინააღმდეგ. პიარულად წავაგე ეს თემა, ერთადერთი ადამიანი ვინც მაშინ მე პოლიტიკურად გვერდში დამიდგა და მხარი დამიჭირა იყო ივანიშვილი, მან არ გამწირა. დანარჩენი ახლა პოლიტიკური პიარის თვალსაზრისით ძალიან სუსტი იყო. თუ არის დარღვევა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ძლიერი პოლიტიკოსის მფარველობის ქვეშ არის, თუ არის დარღვევა მნიშვნელობა არ აქვს რომელი მედია უმაგრებს ზურგს და შენ, რამდენად პიარულად სუსტად ჩანხარ. სადაც არის დარღვევა, ბოლოს მაინც გამოვასწორებინე და ის სტუდენტებთან კონტრაქტი, რომელიც იყო კაბალური გამოსწორდა. 

გიორგი მარგველაშვილმა, მისი განათლების მინისტრობის პერიოდში აგრარული უნივრსიტეტისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

კომენტარები