ე.წ ციანიდის საქმე

გიორგი მარგველაშვილი: დეკანოზი გიორგის შეწყალების თხოვნით არავის მოუმართავს

დეკანოზი გიორგის შეწყალების თხოვნით არავის არ მოუმართავს. რომ მომმართონ მაშინ საქმეს განვიხილავ და მაშინ მოგახსენებთ, ასე წინასწარ ხო არ ვიტყვი. მამალაძის საქმე ცალკე მთელი თემაა, ერთი წელიწადია გაუგებრობის კორიანტელში ვართ ყველანი, დაწყებული პირველი განცხადებებიდან, შემდეგ ამ პროცესის დახურვა და რა თქმა უნდა, მე სასამართალოზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ამ პროცესის დახურვა ცალკე, ის რამდენი გამოდიოდა და არ ვამბობ სასამართლოზე, რამდენად პიარულად დაუბალანსებელი იყო ამ თემაზე ინფორმაციის მოწოდება. იმიტომ რომ ძალიან ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა, ძალიან მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან და მეორე მხარე იყო თურმე შეზღუდული იმაში, რომ პიარულად ადამიანის უფლება დაეცვა, მე არ ვამბობ სასამართლოზე. 

გიორგი მარგველაშვილმა ე.წ ციანიდის საქმეზე "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

კომენტარები