სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

კვირიკაშვილი: ყველა გახდა ამ საქმის ექსპერტი, ცოტა მეტად ღირსეულად უნდა მოვიქცეთ

მინდა ყველას მოვუწოდო (პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა ექსპერტებს), რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული სპეკულაციები. უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ყველანი ერთად დავდგებით. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას და არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ასეთი ტიპის შეკითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ამ დონის საჯაროობით ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი.

ასევე მინდა გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ დიდ ხანს გაგრძელდა და ა.შ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, ყველაფერი გაკეთდა, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო და ეს ჩენი სპეცრაზმის თანამშრომლებმა შეძლეს. გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები სხვა ქვეყნებში, სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორენტირებული, ჩვენ სხვა სტილი, სხვა ხელწერა გვაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად მოიტანა ეს შედეგი, რაც გვაქვს.

„ქალაქის ცენტრში აღმოაჩინეს და როგორ აღმოჩდნენ“ - ასეთი შეკითხვებიც გაისმა. რა თქმა უნდა, ისინი დღეს არ აღმოჩენილან, წინასწარი იმფორმაციები არსებობდა და ის, რომ აქ აღმოჩინეს, არის ამ წინასწარი მუშაობის შედეგი.

ვისაც არ ეზარება, ყველა გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე, მგონია, რომ ასეთ სიტუაციებში ცოტა მეტად ღირსეულად უნდა მოვიქცეთ.

კომენტარები