სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

კაპანაძე: ტერორიზმზე ასეთი შეფასებებით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ქულებს ვერ ჩაიწერს

მთელი დღის განმავლობაში მე და ჩემი გუნდის წარმომადგენლები ვიყავით მაქსიმალურად თავშეკავებულნი, არ ვაკეთებდით კომენტარებს. ინფორმაციის არარსებობის პირობებში სპეკულირება, როგორც წესი, საზიანოა ხოლმე. მინდა გავიხსენო მსგავსი ტიპის ადრე ჩატარებული ოპერაციები, მაგალითად ლაფანყური - ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები, მათ შორის ისეთი სამარცხვინო შეფასებები, რომ თურმე ის ადამიანები იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები და ამიტომ გაწირეს, რომ რაღაცის გადასაფარად ატარებდნენ ამ ოპერაციას.

ამის ფონზე პრემიერმინისტრმა აქეთ ჭკუა დაგვარიგა, მოგვიწოდა, რომ შეფასებები არ გავაკეთოთ. მანამდე ვნახეთ ბატონი სოზარ სუბარის უსამარცხვინოესი გამოსვლა, რომელმაც ერთ კონტექსტში მოაქცია პოლიტიკური შეფასებები, წინა მთავრობა, ვერ გაიგებდი რაზე იყო საუბარი, ერთადერთი სახეზე ეწერა, რომ პოლიტიკური ქულა უნდა დაეწერა ამ ტრაგედიიდან. ეს ძალიან ცუდია, როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ ვერ ისწავლა.

ტერორიზმთან თამაში არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო. ძალიან კარგად მახსოვს, 2013 წელს, რამდენიმე თვე იყო ლაფანყურის სპეცოპერაციიდან, ბოსტონის მარათონის ტერაქტების ფონზე, როცა მთელი მსოფლიო ამას უყურებდა, იმავე დღეებში საქართველოს მაშინდელი პრემიერი, ბატონი ივანიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, თურმე წინა ხელისუფლება, საქართველო თურმე იყო შეკრული ტერორისტებთან - ასეთი დიდი ზიანი კარგა ხანია არ მიუღია ქვეყნის რეპუტაციას.

როცა ტერორიზმზეა საუბარი, ასეთი შეფასებები არის ყოველთვის დამაზიანებელი და ვერცერთი პოლიტიკური ძალა ამაზე ქულებს ვერ ჩაიწერს, ის, რაც ვნახეთ - პრემიერის განცხადება (უფრო რბილი) და სოზარ სუბარის, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გადაცემა არჩევნში ისაუბრა.

კომენტარები