მედია

პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაშუქდეს სპეცოპერაცია

მეორე, მე მინდა დღეს მივესალმო იმ აქტიურობას, რომელიც იყო მედიის მხრიდან, განსაკუთრებით მინდა, ქარტიის საქმიანობას მივესალმო იმიტომ, რომ ქარტიამ დააფიქსირა თავისი პოზიცია გაშუქებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ხდებოდა იმ ოპერაციის მიმდინარეობის დროს. ჩვენი მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება ქართული საზოგადოებისთვის. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს ანალოგიური ვითარების გაშუქება, როგორ უნდა დავიცვათ სტანდარტები, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ არც ჩვენი მებრძოლები, არც ჩვენი მოქალაქეები, ამ თვალსაზრისით ქარტიის მიერ დაწყებული მსჯელობა ძალიან კარგი იქნება თუ გადავა თვითონ მედიაში და მედია თავის სტანდარტებს შექმნის ამ ვითარებაში მუშაობის და თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას, მედიის მიერ სპეცოპერაციის გაშუქების სტანდარტებზეც ისაუბრა

კომენტარები