საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი: მოსაყდრის დასახელება საჭორაო თემებს მოსპობს

სამართლებრივად მუშავდება ეს საკითხი, თუ რა ფუნქციები უნდა შეასრულოს მან [მოსაყდრემ], მაგრამ თუ პირადი აზრი გაინტერესებთ, რა ფუნქციები ექნება და მიახლოებით წარმოვადგინოთ პროექტი, გეტყვით, რომ ადმინისტრაციულ მმართველობას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, უწმინდესი თავისი ჯანმრთელობის გამო ხშირად ამ ენერგიას ასე ვეღარ ხარჯავს, სამწუხაროდ, მისი ასაკიდან გამომდინარე. მეუფე შიო იქნება შემწე მისი ადმინისტრაციულ საკითხებში. საპატრიარქოში ვინც ვართ, თანამშრომლებს, სასულიერო პირებს, მღვდელმთავრებს ვგულისხმობ, ყველა ამბობს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მე ვფიქრობ, რომ უწმინდეს ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მე ბრძნულს დავარქმევ, ძალიან ბევრ კითხვას სცემს პასუხს და ბევრ საჭორაო თემას მოსპობს. 

თქვა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის პატრიარქის მოსაყდრედ დასახელების შესახებ რუსთავი 2-თან საუბრისას.

კომენტარები