ციანიდის საქმე

მეუფე იაკობი: მაიმუნობის საშუალებას რომ არ ვაძლევ, იმიტომ ქმნიან ჩემზე მითებს

პეტრემ სინოდზე ჩემზე ასეთი რამ ბრძანა, ეპისკოპოსებმა გასცეს პასუხი, შენ შესული იყავი მამალაძესთან ციხეშიო. რომ ვკითხე, მეუფე, ეგ ვინ გითხრათ-მეთქი, მითხრა, რომ მამალაძემ უთხრა ადვოკატებს და იმათ მითხრეს მეო. ასეთ სისულელეებს რომ ავყვე, ვინც ეგ მოიგონა, ფსიქიატრთან უნდა დადიოდეს, მე კი არ უნდა მელაპარაკებოდეს. მე რომ დამნაშავე ვიყო, როგორ გგონიათ ქვეყანაში გავჩერდებოდი? ან ის ხალხი, რომელიც მე დამეჯახა, ამას მაპატიებდა? რა ძალა მაქვს ისეთი? კიდევ ათას მითებს ქმნიან ჩემზე. ჩემი ეშინიათ, მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ და იმიტომ. 

რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს მეუფე იაკობი.

კომენტარები