ვანო მერაბიშვილის საქმე

სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის და ჩემი თანამებრძოლის, ვანო მერაბიშვილის, პატიმრობის უკანონოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღეს ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ვანო მერაბიშვილის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები).

კომენტარები