მერაბიშვილის საქმე

გოგიჩაიშვილი: ვინც უნდა დაწეროს Twitter-ზე მერაბიშვილზე, გავლენას ვერ მოახდენს სასჯელზე

ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის. სტრასბურგის გადაწყვეტილება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს იმ სასჯელის დინებაზე, რომელიც აქვს ვანო მერაბიშვილს შეფარდებული, ასევე იმ ბრალდებაზე, რომლიც არის მის მიმართ. მომავალშიც ალბათ მოხდება სხვა საქმეების წარდგენა, რადგან სულ მუშაობს გამოძიება იმ დანაშაულებების შესახებ, რასაც აკეთებდა იმ წლების განმავლობაში. შესაბამისად, სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად არის ნათქვამი, რომ მისი დაკავება და წინასწარ პატიმრობაში მიცემა იყო კანონიერი და საერთოდ არ მოიცავდა იმ მოტივაციას, რომ ჩამოეშორებინათ პოლიტიკური საქმიანობიდან, ეს არის შავით თეთრზე დაწერილი დოკუმენტში და შესაბამისად, რაც არ უნდა ისაუბრონ მისმა მხარდამჭერებმა, ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინაშე. შესაბამისად, ვინც არ უნდა განაცხადოს და დაწეროს Twitter- ზე ვანო მერაბიშვილი არის თუ არა პოლიტპატიმარი, ეს გავლენას ვერ მოახდენს მის სასჯელზე საქართველოში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოულიმ Twitter-ზე დაწერა, რომ "ევროსასამართლოს უახლესი გადაწყვეტილება მერაბიშვილის საქმეზე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებისთვის იყენებს და მერაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.”

კომენტარები