თბილისის მერია

კალაძე: მარტო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერებით შორს ვერ წავალთ

მარტო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერებით ვერ წავალთ შორს, ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, შეიძლება საკმაოდ მტკივნეული ნაბიჯების გადადგმაც მოგვიწიოს, მაგრამ აქ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ყველანი ჩვენი შვილებითა და ოჯახებით ვცხოვრობთ ამ ქალაქში, შესაბამისად, ქალაქში იყოს ჯანსაღი გარემო, არის მნიშვნელოვანი. საჭიროა პარკების მოწესრიგება, ახალი რეკრეაციული ზომები, სკვერების რეაბილიტაცია და ა.შ.“

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე ეკოლოგიურ პრობლემებზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება დაეკისრებათ ავტომობილებს, რომლებსაც 8 მგზავრზე მეტი გადაჰყავთ და რომელთა მასაც 3.5 ტონას აღემატება, თუმცა საინტერესოა, რომ აღნიშნული ავტომობილები შემოწმების გავლას დღესაც ექვემდებარებიან.

კომენტარები