სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

გიორგი მარგველაშვილი: ვუსამძიმრებ დაღუპული მოსწავლის ოჯახს

დღეს რეალობა ჩვენს ირგვლივ ტრაგიკულია. ვუსამძიმრებ დაღუპული მოსწავლის ოჯახს და გამოვთქვამ იმედს, რომ არასდროს ამ რეალობის წინაშე, ჩვენი შვილების დაკარგვის წინაშე, ჩვენ არ დავდგებით, ან როდესაც დავდგებით, ვიქნებით ძლიერები, ვიქნებით ორგანიზებულები, ვიქნებით მზად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდეს.

გიორგი მარგველაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბს გამოეხმაურა, რომლის შედეგედაც ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები