მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ამათ ვუტირებთ ყოფას, ფარჩაკები ვერ მიხვდნენ ვისთან აქვთ საქმე

მინდა ყველას მოგესალმოთ, მადლობა მხარდაჭერისთვის. მინდა ვუთხრა დედაჩემს, სანდრას, ნიკუშას, სულ ყველას - ამათ ჩვენ ვუტირებთ ყოფას, ადრე თუ გვიან. ყველა ოლიგარქს, ყველა ხალხის მძარცველს და დამამცირებელს როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. ეს ფარჩაკები ვერ მიხვდნენ ვისთან აქვთ საქმე. მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად. ნახეთ, როგორ დამიდგნენ უკრაინელები, ნახეთ რა გმირობა ჩაიდინეს, წარმოუდგენელი. უიარაღოდ დაუპირისპირდნენ კბილებამდე შეიარაღებულ ნაციონალურ გვარდიას.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-თან მას შემდეგ, რაც კიევში, დაკავების შემდეგ პოლიციის მიკროავტობუსიდან აქციის მონაწილეებმა გაათავისუფლეს. საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამ წუთებში უკრაინის რადასკენ მიემართება და თანამოაზრეებთან ერთად პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს.

კომენტარები