მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი კურჩენკოზე: ამ კაცს საერთოდ არ ვიცნობ

ჩვენ ნამდვილად არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ შეგვიქმნია. ამ კაცს კურჩენკოს საერთოდ არ ვიცნობ, არ ვიცი როგორ გამოიყურება, რას აკეთებს. რა შეხება უნდა მქონოდა?! ცხოვრებაში არ მინახავს და არაფერი გადაკვეთა არ მქონია.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში. ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში აქციების მოსაწყობად 500 000 დოლარი რუსეთში მიმალვაში მყოფი უკრაინელი ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოსგან მიიღო. გენპროკურორის განცხადებით, უკრაინელ სამართალდამცავებს ხელში ჩაუვარდათ აუდიო-ვიდეო მასალა, რომელზეც სააკაშვილისა და კურჩენკოს ფინანსური გარიგებებია აღბეჭდილი და ამ გარიგებებში რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობს.

კომენტარები