ციანიდის საქმე

დეკანოზი: ვიღაცის ვარაუდებზე ასეთი მძიმე ბრალი და სასჯელი გაგონილა?

საქმის შესწავლისას ნახავთ დაკითხულ 100-ზე მეტ მოწმეს და გამოკვლეულ 11 ტომ მტკიცებულებას, სადაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ვინმეს მკვლელობას ვგეგმავდი და არც მტკიცებულება არსებობს ამისა. თვით საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ არაა დარწმუნებული, მზადდებოდა თუ არა დანაშაული. ის უბრალოდ ვარაუდობს ამას. ვიღაცის ვარაუდებზე ასეთი მძიმე ბრალი და სასჯელი გაგონილა?!

შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაცო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე.

კომენტარები