სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლებთან გაძლიერებული იქნება პატრულირება

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს. როგორც მოგეხსენებათ, მე შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს და გადავწყვიტეთ, შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, განათლების და მეცნიერების,შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და კულტურის და სპორტის სამინისტროების.ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის თემატიკით არიან დაკავებულები, რათა მოხდეს სტრატეგიის ჩამოყალიბება და მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს. პირველ რიგში, საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას. მინდა გითხრათ, რომ მანდატურების სამსახურის ფუნდამენტური შესწავლა მოხდება, გადაიხედება. მანდატურის სამსახური გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, მისი დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდეგ. კონკრეტულ დეტალებს, თუ როგორ მოხდება პატრულირება, რასაკვირველია, გაცნობებთ. ჩვენი მიზანია, უკვლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო. მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ მოხდეს პატრულირება, როგორი მარშრუტი იქნება, რათა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახლში ბრუნდებიან, გაძლიერებული იქნება პატრულირება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას მთვარობის სხდომის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

კომენტარები