თბილისის მერია

კალაძე: მაქვს ამბიცია, რომ ჩემი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს

არავის არაფრით ჩამოვუვარდებით - საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, ისე როგორც ეს ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. მაქვს ამბიცია იმისა, რომ ჩემი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს ევროპულ და ზოგადად, მსოფლიო ქალაქებს შორის. ამიტომ, ნამდვილად მიუღებელია ის აბსურდული განცხადებები, რაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ. კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გასულ წელს, საახალწლოდ ლონდონი ამ კომპანიამ მორთო. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე საუკეთესო და ლამაზი იყოს.

თბილისის მერი კახა კალაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე. ცნობისთვის, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიონ საახალწლო განათებებში დახარჯული მილიონების მიზნობრიობა. მისი მტკიცებით, მერიამ პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე საახალწლო ილუმინაციებში 3 მილიონი ლარი დახარჯა, ხელშეკრულება კი, იმ კომპანიას გაუფორმა, რომელიც იტალიაში, მილანშია რეგისტრირებული.

კომენტარები