სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ლომჯარია: არასრულწლოვანთა შორის ძალადობის საქმეების შესწავლა პრიორიტეტი იქნება

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს დიდი ხანია ბავშვთა უფლებებზე, ალბათ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, სკოლაში არსებული სიტუაციები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები იქნება ხორავას ქუჩაზე მომხდარი ამბავი. 

ახალი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაზე. ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე საქმიანობას დღეს შეუდგა.

კომენტარები