საახალწლო ღონისძიებები

კალაძე: პოლიტიკური ნიშნით მომღერლების არჩევის სტერეოტიპი უნდა დავანგრიოთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო კონცერტში წელს მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი მომღერალი. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხედეულებების გამო ხდებოდა მომღერლების არჩევა, ან არმოწვევა საახალწლო კონცერტებზე და ეს მავნე პრაქტიკა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არის მიუღებელი. გპირდებით, რომ წელს თქვენთვის ძალიან ბევრი თქვენთვის საყვარელი მომღერალი იმღერებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრინფიგზე საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

კომენტარები