მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ნათელაშვილი: როგორც ზღვა განაგდებს სიბინძურეს ნაპირზე, ისე - ისტორია ოლიგარქებს

ბრძნული აფორიზმია "არასოდეს თქვა, არასოდეს". მე ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქცეოდა ჯერ პოლიტიკურ დევნილად,მერე პოლიტიკურ პატიმრად და ამას მე ვაღიარებდი.ფაქტი სახეზეა, ორმა ოლიგარქმა ივანიშვილმა და პოროშენკომ ეს შეძლეს, მაგრამ მათი საქმე მაინც დამთავრდება. როგორც ზღვა განაგდებს ყოველგვარ სიბინძურეს ნაპირზე, ისე განიდევნებიან ისტორიის მიერ პოლიტიკიდან ოლიგარქები. რაც შეეხება სააკაშვილზე წარდგენილ ბრალდებას, ესაა სრული სისულელე პოროშენკოს უინტელექტო თავში მოფიქრებული.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

კომენტარები