ნარკოპოლიტიკა

ლომჯარია ნარკოპოლიტიკაზე: სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს რეპრესიული

დღეს დრო არის იმისთვის, რომ დაიწყოს გადამწყვეტი მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმირებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს მხოლოდ რეპრესიული და აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს განათლებაზე ახალგაზრდებში, ბავშვებში, პრევენციაზე, დახმარებაზე, კონსულტაციაზე და ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაციაზე. ნარკოდამოკიდებული პირის კრიმინალიზაცია პრობლემურია იმიტომ, რომ ეს მიდგომა საბოლოო ჯამში ვერ გვაძლევს იმას, რომ საერთო ჯამში ნარკოდამოკიდებულების რაოდენობა შემცირდეს, პირიქით, ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან. 

თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ არსებული ნარკოპოლიტიკის შეფასებისას. 

კომენტარები