ორბელიანის მოედანი

პრემიერი: ორბელიანის მოედანზე სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის

დღეს ძალიან კარგი დღეა, ვიწყებთ ულამაზეს პროექტს და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ორბელიანის მოედანი ყოველთვის იყო განსაკუთრებული ადგილი. ამ ადგილას განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის ჰარმონია, რომელიც თბილისს გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან. აქ სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის და სწორედ ”ახალი ტფილისი” არის ამ სიძველის და სიახლის გამაერთიანებელი შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო ძველი აღმაშენებლის რეაბილიტაციით...

დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს, რომელშიც მე მას მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. ეს ადგილი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მწვანე სივრცეებით. ჩვენ ამ ადგილისგან მივიღებთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანს, რომელიც იქნება გამორჩეული, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება უსაყვარლესი ადგილი და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის ასევე გახდება ძალიან მიმზიდველი ადგილი.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაზე.

კომენტარები