საახალწლო განათებები

კალაძე: მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს, არ მოკვდეს და მიაღწიოს ახალ წლამდე

ძალიან მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს და არ მოკვდეს და მიაღწიოს ახალ წლამდე. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, წლევანდელი თბილისი იქნება საუკეთესოდ განათებული. მე მესმის, რომ ეს პარტიულ ტელევიზიას და გაკოტრებულ პარტიას არ სიამოვნებს, მაგრამ ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხი. შესაბამისად, თბილისი არის კმაყოფილი და გაძლევთ პირობას, რომ ის იქნება საუკეთესოდ განათებული. თუმცა, მომავალ წლებში უფრო უკეთესი იქნება, რადგან დრო იყო ძალიან ცოტა. სულ რაღაც ერთი თვეა, დავიწყეთ მუშაობა, რაც მოვახერხეთ, ეს იყო.

ასე უპასუხა ოპონენტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საახალწლო განათებების ნაწილების ჩამოცვენასთან დაკავშირებით. წყარო ipn.

კომენტარები