მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: ხალხის შეეშინდათ, ეს არის დიდი გამარჯვება

ამ ქალმა [მოსამართლემ] საერთოდ ყველაფერზე უარი თქვა, ყველანაირ შეზღუდვაზე, დეპუტატებიც აღარ დასჭირდა [თავდებად], უბრალოდ, გამიშვა. ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო იმ გაგებით, რომ... ხალხის შეეშინდათ, ძაან ბევრი ხალხი იყო გუშინ ქუჩაში, ხალხის შეეშინდათ. ეს არის დიდი გამარჯვება.

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ცნობისთვის, უკრაინის პეჩორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობას ითხოვდა.

კომენტარები