ხანუქას დღესასწაული

კობახიძე: გილოცავთ ხანუქას, ქართველი ხალხი მუდამ იდგება ებრაელი ხალხის გვერდით

ქართველი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეგობარ ერს - ებრაელებს ვულოცავ ხანუქას დღესასწაულს! ეს არის სინათლის დღესასწაული, რაც კეთილის ბოროტზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღესასწაულს თქვენთან ერთად ზეიმობს ქართველი ხალხიც, რადგან უდიდესია ებრაელი ერის ამაგი და შრომა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისათვის. ჩვენი მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის და დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც - ქართველი ხალხი მუდამ იდგება ებრაელი ხალხის გვერდით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ებრაელს ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

კომენტარები