ბიუჯეტი 2018

გაჩეჩილაძე: ბიუჯეტში რა სამინისტროც გიწერიათ ასეთი სამინისტრო ბუნებაში არ არსებობს

წარმოდგენილ ბიუჯეტში სამინისტროს დასახელება არ არის ისეთი, რომელიც პარლამენტმა მივიღეთ. აქ გიწერიათ - "საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო" - ასეთი სამინისტრო ბუნებაში არ არსებობს. არსებობს "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო" გთხოვთ სახელი ჩაასწოროთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დარგი საერთოდ დაფინანსების გარეშე დარჩება. 

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს ქართული ოცნების წევრი გიორგი გაჩეჩილაძე.

კომენტარები