მამუკა ბახტაძე

ნადირაშვილი ბახტაძეს: ისე არიდებთ კითხვებს თავს მიკვირს პრემიერად რომ არ დაგნიშნეს

არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება არ გამოვხატო, როგორ მოხერხებულად და ლამაზად გამოძვერით თავისუფალი ეკონომიკური ზონის თემაზე დასმული კითხვიდან. ლამაზი სიტყვებიც მოიშველიეთ, დეოფშორიზაცია, ევროკავშირის რეგულაციები და ასე შემდეგ. მე მიკვირს, პირდაპირ პრემიერმინისტრად როგორ არ დაგნიშნათ ბიძინა ივანიშვილმა. სასტიკი უსამართლობაა და მალე უნდა გასწორდეს.

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი.

კომენტარები