მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი: ჩემი თავი გამოვცადე ციხეში, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მეშინია

უნდათ, რომ საქართველოში არ ჩავიდე, მაგრამ როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ უკრაინაში, ჩავალთ საქართველოში. თუ უკრაინაში წესრიგის დამყარებას არ დამაცდიან და მანამდე გამიშვებენ საქართველოში, ჯერ საქართველოში დავამყარებ წესრიგს და მერე უკრაინაში. აქ არის პრიორიტეტების და დროის ამბავი. გარწმუნებთ, ორივე ქვეყანას ვეყოფი. მაქვს საკმარისი ძალა, ენერგია და გამძლეობა. ჩემი თავი ახლა გამოვცადე ციხეში. აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მეშინია ამის ყველაზე უარესი ფორმის. პირველი დღეებია ყველაზე მძიმე და როცა ჩამსვეს და პრაქტიკულად მითხრეს, რომ აქ იჯდები რამდენიმე წელი და მერე საქართველოში რამდენიმე წელი, უკვე მეორე დღეს ვიყავი ძალიან კარგ ფორმაში. ასევე გამოვცადე თავი ყველა სიტუაციაში და არ მეშინია არც ტყვიების, არც ციხეების

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "პირველ რადიოსთან" ინტერვიუში

კომენტარები