კალაძე: "სიცოცხლით სავსე ქალაქი" მხოლოდ საარჩევნო სლოგანი არ არის

ის, რომ [ნაძვის ხის გარშემო] აწერია "სიცოცხლით სავსე ქალაქი", მე პირდაპირ გეტყვით იმას, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ საარჩევნო სლოგანი. ჩემი მიზანია, რომ ჩვენი დედაქალაქი უახლოესი მომდევნო წლების განმავლობაში იყოს სიცოცხლით სავსე, სიყვარულით სავსე, სიკეთოთ სავსე და ამის განხორციელებაში, ვიცი, რომ ძალიან ბევრი თბილისიელი, რიგითი ადამიანები, უბრალო ადამიანები დამეხმარებიან, ხელს შემოწყობენ, და ჩვენ მართლაც მოვახერხებთ ამას, მართლაც შესაძლებელი იქნება ის, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი.

თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ის live-თ გამოეხმაურა თავისუფლების მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციად წინასაარჩევნო სლოგანის - "სიცოცხლით სავსე ქალაქი" გამოყენებას.
მოკლე ბმული: