კონსტანტინოპოლის საპატრიარქო

ბართლომეოსი: კრებაზე არ ჩამოსული ეკლესიები პატივს არ სცემენ მართლმადიდებლობას

კრებას, როგორც ცნობილია, მრავალი წელი ვამზადებდით. ამ პროცესში  ჩართული იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესია. გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება და ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, 2016 წლის იანვარში, დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი. ხელი მოვაწერეთ დიდი კრებისთვის მოსამზადებელ დოკუმენტებს, ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ყველამ ერთად შევარჩიეთ თარიღიც და ადგილიც. ერთი სიტყვით, 50-წლიანი სამზადისის შემდეგ ყველაფერი მზად იყო კრების ჩასატარებლად. გაიარა თებერვალმა, მარტმა, აპრილმა, თითქმის მაისმა და ამ თვეების განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მოსულა არცერთი ეკლესიიდან. როდესაც ვემზადებოდით კრეტაზე გასამგზავრებლად, გამგზავრების წინ, ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველომ, უეცრად განაცხადეს, ჩვენ ვერ ჩამოვალთო. წარმოადგინეს სხვადასხვა არგუმენტი, რომლებიც არ იყო დამაჯერებელი და მოითხოვეს კრების გადადება, მაგრამ ასე შეიძლებოდა კრება კიდევ გადადებულიყო. ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა 2016 წლის დასაწისში, ვთქვით, რომ ეს იყო ნება ღვთისა და გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა კრება იმ ოთხი ეკლესიის გარეშე. თქვენ მკითხეთ, ხედავთ თუ არა რაიმე გამამართლებელს, რომ არ ჩამოვიდნენ კრებაზე. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ რაიმე დამაჯერებელ მიზეზს, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანად არ წარდგა. ეს კი არ მიაგებს პატივს მართლმადიდებლობას და არც იმ ოთხ ეკლესიას, რომლებმაც არ სცეს პატივი მართლმადიდებლობას და არც თავიანთ ხელმოწერებს ჟენევაში. ამას განსჯის ღმერთი და ისტორია! ვფიქრობ უნდა აღიარონ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები

განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა იმედის კვირასთან ინტერვიუში [თარგმანი: ტელეკომპანია იმედი]

კომენტარები