ვანო მერაბიშვილის საქმე

წულუკიანი მერაბიშვილზე: ვიზიარებ უმცირესობის ჩავარდნას საერთაშორისო ასპარეზზე

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში. მე ვიზიარებ თქვენს პოლიტიკურ მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ვერ შეძელით სტრასბურგის დიდი პალატისთვის გეთქმევინებინათ, რომ ვანო არის პოლიტიკური პატიმარი, პირიქით დიდმა პალატამ თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი, რომ მის არც დაკავებაში, არც წინასწარ პატიმრობაში და არც ამჟამინდელ პატიმრობაში პოლიტიკური ნიშნები არ იკვეთება. კითხვა იცით ჩემსავით კარგად, ვთქვათ, რომ ჩემზე უკეთესადაც და წაიკითხეთ. ის, რომ მე-18 მუხლი დაირღვა, ეს არ არის ის რასაც თქვენ ელოდით, თქვენ ელოდით პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გავლით. ეს ვერ მოახერხეთ და მე ამ მწუხარებას ვიზიარებ. ვიზიარებ თქვენს ამ ჩავადნას საერთაშორისო ასპარეზზე. ხოლო, ვანო უნდა გამოვიდეს თუ არა ციხიდან, მე თუ მეკითხებით, მე ვფიქრობ, რომ ის არ უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ის იხდის სასჯელს, ეს არის ორჯერ ორი ოთხივით.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პასუხობს ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის კითხვას, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

კომენტარები